ახალი ამბები
ჯანმო - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვერ იპოვეს თრომბის კავშირი „ასტრაზენეკას“


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან და ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს. ამის შესახებ ჯანმო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ექსპერტებმა მათ ხელთ არსებული კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სამეცნიერო მონაცემების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს აზრი, რომ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.

„არსებული მონაცემები არ მიუთითებს დიაგნოზების საერთო ზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ისეთების როგორებიცაა ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვების თრომბოემბოლია აცრის შედეგად. თრომბოემბოლიის მითითებული მონაცემები ვაქცინის გამოყენების შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას.

ორივე დაავადება გვხვდება ბუნებრივი სახით და იშვიათობას არ წარმოადგენს. ისინი ასევე წარმოიქმნება კოვიდინფექციით დაინფიცირების შედეგად“, - ნათქვამია ჯანმო-ს ინფორმაციაში.
ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ის მონაცემები, რომლებიც ორივე დაავადების შემთხვევაში იკვეთება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა  13 მარტს შემოვიდა.
Print