ახალი ამბები
საქართველოში ბოლო 6 წელში ანაფილაქსიური შოკის 352 შემთხვევა ფიქსირდება
FaceBook
"წლის განმავლობაში საქართველოში გვაქვს ანაფილაქსიის დაახლოებით რამდენიმე ათეული შემთხვევა",

- აღნიშნა საქართველოს დაავადებათა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 6 წელში ანაფილაქსიური შოკის 352 შემთხვევა ფიქსირდება.

2015 წელს 47 შემთხვევა და 1 გარდაცვალება

2016 წელს 55 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება

2017 წელს 63 შემთხვევა და 2 გარდაცვალება

2018 წელს 69 შემთხვევა და 1 გარდაცვალება

2019 წელს 78 შემთხვევა და 2 გარდაცვალება

2020 წელს 40 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება

"არც ერთი ეს შემთხვევა არ ყოფილა დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ეს მოხდა სხვადასხვა მიზეზით და უხშირესი მიზეზი არის მედიკამენტები. ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება და მისი დაფიქსირება არის ძალიან მძიმე დაღი ყველა იმ ადამიანისთვის დღეს რომლებიც მედიცინას ემსახურება, განსაკუთრებით კოვიდთან ბრძოლის პროცესში", - აღნიშნა გამყრელიძემ.

18 მარტს, ექთანს ახალციხეში  ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ.
ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა.
ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
Print