ახალი ამბები
შესაძლოა, საქართველოში "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს
FaceBook
საქართველოში, სამი დღის წინ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაცია შესაძლოა შეჩერდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

როგორც გამყრელიძე განმატავს, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტიც მიიღებს.

„19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა, არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, იმ საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ.

ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით, ის კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. 

Print