ახალი ამბები
საქართველოში დღეს კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 436-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 378 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 384-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 674 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 26, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 27.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 689 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 894 პირი, აჭარაში - 404, იმერეთში - 763.




Print