ახალი ამბები
შეზღუდვები, რომლებიც 15 მარტიდან იხსნება
FaceBook
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება:

15 მარტიდან  სპორტული დარბაზები გაანაახლებენ მუშაობას. ასევე, განახლდება სასკოლო წრეებიც.

რაც შეეხება  ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვას,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, ის მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.

კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები  საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესდა.
Print