ახალი ამბები
ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ.

ცხელი ხაზი - 15 22   24 საათის განმავლობაში მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
Print