ახალი ამბები
"ასტრაზენეკას" ვაქცინა ქუთაისშია
FaceBook
დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი "ასზრაზენეკას" ვაქცინა ქუთაისშია. ვაქცინა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში მიიტანეს.
როგორც სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე განმარტავს, დასავლეთ საქართველოსთვის სულ განკუთვნილია 14080, იმერეთისთვის კი 5550 დოზა ვაქცინა.

"დღეს დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დაიწყება მისი განაწილება, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით. ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას. იმერეთისთვის გვაქვს 5550 დოზა ვაქცინა, შესაბამისი ამცრელი კაბინეტებიც მზადა, გავლილი აქვთ ტრენინგები და ორშაბათიდან დავიწყებთ ვაქცინაციას.

სამიზნე ჯგუფია სამედიცინო პერსონალი, რომელთა რეგისტრაციაც დაწყებულია დღეს დილოდან, მათ შოროს ჩართულია იმერეთის რეგიონი", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
Print