ახალი ამბები
საქართველოში დღეს კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 377-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 143, ხოლო აჭარაში - 17.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 601 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456 პირი, აჭარაში - 502, იმერეთში - 684.



Print