კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 245 პაციენტი მკურნალობს. მათგან 78 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი.

თვითიზოლაციაში 643 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 პისიარ ტესტით.
Print