კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 266 პაციენტი მკურნალობს. მათგან 80 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 10 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებული 4 პაციენტია. თვითიზოლაციაში 679.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა.კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის ­მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 პისიარ ტესტით.


Print