ახალი ამბები
შეზღუდვები, რომლებიც 8 მარტიდან იხსნება
FaceBook
დღეიდან  კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მუშაობას განაახლებენ სამთო კურორტებზე საბაგიროები; სტუმრების მიღებას შეძლებენ რესტორნები (შაბათ-კვირის გარდა); შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ არასასურსათო საცალო ვაჭრობები, როგორც მოლები, ასევე ბაზრობები.

შეზღუდვების ნაწილი იხსნება 15 მარტიდანაც.ერთი კვირის შემდეგ, მუშაობას განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები; აუდიტორიებში აღდგება სასწავლო პროცესი;

განახლდება სასკოლო წრეები; მუშაობის განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და  პროფესიული ანსამბლები.  მაყურებლების დასწრებით კი ამ დაწესებულების ფუნქციონირება პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

ძალაში რჩება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე  გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
Print