ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით 17 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
FaceBook
საქართველოში სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასია.
ამის შესახებ ინფორმაციას, განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

უწყების განმარტებით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

ამ ეტაპზე, ქუთაისის სამ სკოლაში (მე-12 , 29-ე და 33-ე) სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, საგაზაფხულო არდადაგების დასრულების შემდეგ შეძლებენ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლონ.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8-დან დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში 15 თებერვალს განახლდა.

Print