ახალი ამბები
360 ინფიცირებული, 119 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 360 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი. 

360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 107, ხოლო აჭარაში - 24.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 420 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 871 პირი, აჭარაში - 407, იმერეთში - 688.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 739-ს.
გამოჯანმრთელდა  265 805 ადამიანი, ვირუსს ემსხვერპლა 3 541 პირი.









Print