ახალი ამბები																												
					
				
										
											360 ინფიცირებული, 119 გამოჯანმრთელებული -  კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში 									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									10:30 / 03.03.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი
კორონავირუსის 360 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი. 
360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა
- 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8,
სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
4.
საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 107, ხოლო აჭარაში
- 24.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მარტის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 23 420 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში
იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 871 პირი, აჭარაში -
407, იმერეთში - 688.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 271 739-ს.
გამოჯანმრთელდა 
265 805 ადამიანი, ვირუსს
ემსხვერპლა 3 541
პირი.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები