ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 278 პაციენტი მკურნალობს. მათგან 72  მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 664.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.
Print