ახალი ამბები
შეზღუდვები, რომლებიც 1-ლი მარტიდან იხსნება
FaceBook
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება:
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით;

საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

ბათუმში სასტუმროები და რესტორნები შეძლებენ სტუმრების მიღებას ;

საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასული წლის ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო. შესაბამისად, შეზღუდვების  ნაწილი 8  და 15 მარტიდან გაიხსნება.
Print