ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 264 პაციენტი მკურნალობს. მათგან 74 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 663 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 248 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 758-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 525 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 114-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა.

Print