ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონი, ვირუსის გავრცელების მასშტაბით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

იმერეთის რეგიონში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 285, აქედან მძიმეა 82 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 11, კოვიდსასტუმროში მოთავსებულია - 3.

იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 633 პირი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 137-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 047-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა  2020 წლის  26 თებერვალს დაფიქსირდა.  


Print