ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონი, ვირუსის გავრცელების მასშტაბით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

იმერეთის რეგიონში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 309, აქედან მძიმეა 84 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 11, კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 33 ინფიცირებულია.

იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 763 პირი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 263 727-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა.



Print