ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონი, ვირუსის გავრცელების მასშტაბით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

იმერეთის რეგიონში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 323, აქედან მძიმეა 99 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 9, კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 11 ინფიცირებულია.

იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 762 პირი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 438-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 263 257-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 463 პირი ემსხვერპლა.
Print