ახალი ამბები
შეზღუდვები, შესაძლოა, მიმდინარე კვირიდან შემსუბუქდეს
FaceBook
კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილის შემსუბუქება მიმიდნარე კვირიდან იგეგმება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს პირველის სხდომა სწორედ მიმდინარე კვირაში ჩაინიშნება, სადაც შეზღუდვების შემსუქბუებაზე იმსჯელებენ.

"შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი თებერვლის დასაწყისიდან შეამსუბუქა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მუშაობა დაიწყო საქალაქო ტრანსპორტმა, გახსნა ბაზრობები და ღია სივრცესი მუსაობის უფლება მისცეს კვების ობიექტებს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ არ იხსნება:

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ასევე, ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებას კრძალავს.


Print