ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 262 244-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც: 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.მძიმეა 336 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 060 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი.
Print