ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


რეგიონის საავადმყოფოებში 404 პაციენტი მკურნალობს. მათგან 114 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
9 პირი.

კლინიკურ-სასტუმროებში 14 პაციენტია. თვითიზოლაციაში 1 011 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით, 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 258 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 355-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 637-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 435 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქებ
Print