ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 396 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 981 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 875 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 პისიარ ტესტით.
Print