ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
იმერეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა. 

იმერეთის საავადმყოფოებში 421 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 113 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი.

კოვიდსასტუმროებში 12 პაციენტია. თვითიზოლაციაში 1 159 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 499 პირი. გარდაიცვალა 13 პაციენტი.
Print