ახალი ამბები
პარლამენტში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმის გაორმაგებაზე იმსჯელებენ
FaceBook
საქართველოს პარლამენტში დღეს პანდემიის დროს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ფინანსურ ჯარიმების გაორმაგებაზე იმსჯელებენ.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს საკონონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივა დეპუტატებს: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძესა და ლადო კახაძეს ეკუთვნის.

დახურულ და  ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა  20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის კი ჯარიმა 50 ლარითაა განსაზღვრული.

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგებაზე 4 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, წესების გამკაცრებაზეც უნდა იზრუნონ.

"ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდეგ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გაზრილი შემთხვევების გამო პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ 3 ნოემბერს მიიღო.
Print