ახალი ამბები
15 თებერვლიდან ღია ტიპის კვების ობიექტები გაიხსნა
FaceBook

დღეიდან კვების ობიექტებმა და რესტორნებმა ღია სივრცეში მუშაობა განაახლეს.

ქუთაისის ცენტრში მდებარე ღია სივრცის მქონე კვების ობიექტებიდან მუშაობა განაახლა ,,პაპავერომ". პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ აქ პირველ მომხმარებლებს უკვე უმასპინძლეს.
მუშაობის ნაწილობრივ განახლების მიუხედავად, ქუთაისში რესტორებისა და კაფეები უმეტესობა ისევ დაკეტილია.

ქუთაისში მდებარე კვების ობიექტების მეპატრონეების უმეტესობა რეგულაციების სრულად მოხსნას ელოდება, რადგან მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყონ.
მაგალითად, ჯერჯერობით ცარიელია კაფე ,,მუზეუმისთვის" განკუთვნილი სივრცე

ჯერ არ გახსნილა ,,პაოლო".


დაკეტილია ,,ჩაის სახლიც"


როდის შეძლებენ მომსახურეობის სფეროში ჩართული პირები სრულფასოვნად მუშაობის განახლებას, ზუსტი თარიღი უცნობია. შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების შესახებ, პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად კი, სავარაუდოდ, დღეიდან ერთი კვირის შემდეგ იმსჯელებენ.

,,ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია ტიპის კვების ობიექტები  შაბათ-კვირას ისევ დაკეტილი იქნება. 

სარესტორნო მომსახურების სფეროში ჩართულმა პირებმა 30 იანვარს რეგულაციების გაუქმება, მუშაობის უფლება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისი ერთი დღით გააჩერეს.

აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ.

პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად, სარესტორნო სფეროში ჩართული ბიზნესოპერატორების ნაწილი ბაზრიდან ქრება.

Print