ახალი ამბები
შეზღუდვები, რომლებიც 15 თებერვლიდან შემსუბუქდა
FaceBook

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქა.

დღეს, 15 თებერვლიდან, კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში ანახლებენ მუშობას. თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.


,,ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს.

ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

სკოლები სპეციალური რეკომენდაციებით იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად,

სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა.


საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო:

  • 8 თებერვლიდან – მთელი საქართველოს მასშტაბით: განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (ავტობუსები, ე.წ სამარშრუტო ტაქსები)
  • გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები

მთავრობის გადაწყვეტილებით არ იხსნება:

ამავდროულად ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებას კრძალავს.

Print