ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 684-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 336 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც:2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 910, აჭარაში - 165, იმერეთში - 454.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 47, იმერეთში - 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 87, აჭარაში- 7, იმერეთში - 14.

284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 132 - თბილისში, 133 - აჭარაში, 19 - იმერეთში.

2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 169, ხოლო აჭარაში - 81.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 746 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 878 პირი, აჭარაში - 647, იმერეთში - 1 355.
Print