ახალი ამბები
მეხუთე კლასს ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
FaceBook
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 15 თებერვლიდან სკოლებში მოსწავლეებისთვის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა სკოლაში მეხუთე კლასს ზემოთ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. პირბადე სკოლაში არ დარიგდება და მინისტრის თქმით, ის  მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.

"სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივ გარემოს, ანუ საკლასო ოთახებს და იმისთვის, რომ  კვლავ არ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ამისთვის ჩვენ შემოვიღებთ პირბადეს. ყველა სკოლაში, მეხუთე კლასს ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება მისი ტარება. ამჯერად, მშობლებმა უნდა გამოატანონ თავიანთ შვილებს პირბადე. დეტალური ინსტრუქცია დაურიგდება სკოლებს და შემდგომ ისინი მოახდენენ კომუნიკაციას მშობლებთან. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა მათ შორის სველი წერტილებიც. ყველა სამედიცინო რეკომენდაცია არის დაცული და  სკოლა იქნება ყველასთვის უსაფრთხო ადგილი", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მინისტრმა თქვა, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს.

რეკომენდაციები სკოლებისთვის:

სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლეტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

Print