ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
იმერეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

იმერეთის საავადმყოფოებში 464 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 117 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 11 პაციენტია. თვითიზოლაციაში 1 389 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 566 პირი. გარდაიცვალა 8 პაციენტი.


Print