ახალი ამბები
საქართველოში დღეს კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 620-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 252 815-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487.



Print