ახალი ამბები
რა წესები უნდა დაიცვან სკოლებში
FaceBook
15 თებერვლიდან საქართველოში ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ჩატარდება.
რეგულციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

რეგულაციები, რომელთა დაცვა როგორც მასწავლებელს ასევე, მოსწავლეს ევალება.

მოსწავლე ვალდებულია:

დაიცვას ჰიგიენის წესები და სკოლის მიერ დადგენილი წესები;

დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

დაიბანოს ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

დახველებისა და დაცემინების დროს მიიფაროს სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

სწავლების პერიოდში უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების შეხება სახის ზედაპირთან;

არ გამოიყენოს სხვისი ნივთები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვას მოსწავლე სკოლაში;

სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყოს ბავშვის მიმართვა

ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინოს კლასის დამრიგებელს;

სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყოს ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
Print