ახალი ამბები
შეზღუდვები, რომლებიც შაბათ- კვირას ძალაში რჩება
FaceBook
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვირაში ორი დღე ისევ ძალაში დატოვა.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე არ იმუშავებენ მაღაზიები, ბაზრობები და ღია კაფეები კაფე/რესტორნები.

ამავდროულად ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც  საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებას კრძალავს.  

საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვალს შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო:


მთავრობის გადაწყვეტილებით არ იხსნება:

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

კომენდანტის საათი ძალაში რჩება.



Print