ახალი ამბები
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება
FaceBook
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო დაახლოებით 1 კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების დინამიკა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის გადაწვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქიონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
Print