ახალი ამბები																												
					
				
										
											კერძო და საჯარო  საბავშვო ბაღები არ გაიხსნება									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									12:55 / 04.02.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												კერძო და საჯარო ბაღები არ
გაიხსნება.
ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის
დასრულებისას განაცხადა.
"ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები
იხსნება 15 თებერვლიდან. როდესაც დამატებით მობილობა იქმნება სადღაც,
არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების
გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე
მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ამ
ეტაპზე, ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება",- აცხადებს
ცქიტიშვილი. 
საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით:
8
თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;
ტრანსპორტი
მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და
ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;
თბილისის,
რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 
15 თებერვლიდან განახლდება;
15
თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;
პრემიერის
განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას
შენარჩუნდება.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები