ახალი ამბები
პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება
FaceBook
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმები გამკარცდება.

მისივე განცხადებით, ამაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

"დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ, ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა",- განაცხადა პრემიერმა. 

გასული 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 631 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
Print