ახალი ამბები
კომენდანტის საათი ძალაში რჩება
FaceBook
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება კვლავ ეკრძალებათ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:


8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
Print