ახალი ამბები
15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება
FaceBook
15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ. გარდა ამისა, ორშაბათიდან ამოქმედდება სრულად ბაზრობები. 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით. ასევე. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოს სრული მასშტაბით ამოქმედდება  მუნიციპალური  ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკრო ტრანსპორტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

15 თებერვლიდან იხსნება კვების ობიექტები და  რესტორნები.  შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოების ნაწილმა შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
Print