ახალი ამბები
8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება
FaceBook
ბაზრობები ფუნქციონირებას 8 თებერვლიდან გააგრძელებენ.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ბაზრობები", - განაცხადა გახარიამ.

მუშაობის განახლების მიუხედავად შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. მუშაობის განახლება მათ რეგულაციების დაცვით მოუწევთ. რაც გულისხმობს პირბადის ტარებას, დეზინფექციას და დისტანციის დაცვას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით იმისათვის, რომ სექტორმა მუშაობა განაახლოს, მნიშვნელოვანია დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც სადეზიფექციო სამუშაოების ჩატარებასთან ერთად, თანამშრომლების ტესტირებას გულისხმობს.

გასულ კვირას რეგულაციების მოხსნისა და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რეგუალციებმა უმუშევრად დატოვათ. ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის გარეშე კი ბაზრობების გახსნის აზრს ვერ ხედავდნენ, რადგან დასქმებულები სამუშაოდ ვერ გავიდოდნენ. 


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
Print