ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 463 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა 133, ხოლო სუნთქვით აპარატზე 14 პაციენტი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 251 748-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 19 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print