ახალი ამბები
3 თებერვალი: საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში  გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 579 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 213  პისიარ ტესტით.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 897-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 788 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 077-მდე.

გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვალა 13 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 45, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 375 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 419 პირი, აჭარაში - 734, იმერეთში - 1 538
Print