ახალი ამბები																												
					
				
										
											2 თებერვალი: საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									10:56 / 02.02.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
-ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ
შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 პისიარ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი
შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 158,
ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 38, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 85, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი -
15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528", -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები