ახალი ამბები
დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა
09:48 / 01.02.2021
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები
1-ელი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო
საბჭომ მიიღო.
როგორც ვიცე-პრემიერმა მაია
ცქიტიშვილმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ
-კვირას არ ექნება.
გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში,
ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც
მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი
თებერვლიდან აღდგება.
"იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას
მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება,
მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე,
იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა
ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები,
კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს
არის შაბათ-კვირის შეზღუდვა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის
გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე
შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.
რომელი
შეზღუდვები იხსნება და რჩება ძალაში 1-ლი თებვლიდან ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები