ახალი ამბები
"გაიხსნას ქვეყანა" - საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook

"გაიხსნას ქვეყანა", "მოიხსნას კოვიდ რეგულაციები"- ამ მოთხოვნებით მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წევრები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, თუ შეზღუდვები დროულად არ მოიხსნება,
ეკონომიკა საბოლოოდ განადგურდება, მოსახლეობას შიმშილი ემუქრება. მათ აქციაზე გალია მიიტანეს, რომელშიც სიმბოლურად ის სფეროები იყო მოთავსებული, რომელთა დროულ გახსნას მოითხოვენ.

"ვითხოვთ, მოიხსნას კოვიდშეზღუდვები. ეს რეგულაციები მძიმედ აისახება ეკონომიკაზე. თუ დროულად არ გაიხსნება ქვეყანა, მოსახლეობას შიმშილი ემუქრება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან უნდა გაიხსნას, ხოლო პირველი თებერვლიდან იგეგმება სავაჭრო ცენტრებისა და მოლოების გახსნა.

რომელი შეზღუდვები იხსნება და რჩება ძალაში 1-ლი თებერვლიდან ნახეთ აქ.

 

Print