ახალი ამბები
კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტის წესები შესაძლოა გამკაცრდეს
FaceBook
ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტის წესები გაამკაცროს.

გადაწყვეტილება კომპანია  ბელგიაში, AstraZeneca-ს  ვაქცინების ქარხანაში წარმოებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებითაა გამოწვეული.

ჯანდაცვის კომისარის სტელა კირიაკიდესი "ტვიტერში" წერს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა არასაკმარისი განმარტებების გამო უკმაყოფილება გამოიწვია.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან: ვაქცინების შემქმნელებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომელიც უნდა დაიცვან,“ - წერს ჯანდაცვის კომისარი.

ევროკავშირის 27 ქვეყანა მარტის ბოლომდე ვაქცინის 80 მილიონ დოზას ელოდა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, კი წარმოების ადგილზე პროდუქციის შემცირების გამო, ვაქცინების რაოდენობა ნაკლები იქნება.

29 იანვარს ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ AstraZeneca- ს ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

საქართველოში კი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ,,კოვაქს" პლატფორმასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ქვეყანა ჯერ ფაიზერს, სემდეგ კი ასტრაზენეკას ვაქცინებს მიიღებს. მოსახლეობის ვაქცინაცია კი შესაძლოა სამ ან ოთხ ეტაპად დაიყოს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო არის, ''კოვაქს'' პლატფორმის წევრი და ამ პლატფორმის საშუალებით ქვეყანა მილიონნახევარ ვაქცინას მიიღებს.



Print