კორონავირუსი
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქუთაისის აეროპორტში პირველ თებერვალს ფრენებს არ განაახლებენ
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის  საერთაშორისო აეროპორტში პირველ თებერვალს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizzair -ი და Ryanair-ი ფრენებს არ განაახლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, წინა კვირას,  ფრენების აღდგენა  პირველ თებერვალს დაანონსა.

თუმცა  ქუთაისის აეროპორტში, ზუსტად არ იციან ფრენები როდის და რა მიმართულებით აღდგება.

"ავიაკომპანიები გადაწყვეტენ როდის შეასრულებენ ფრენებს, მთავრობამ ფრენაზე რეგულაციები მოხსნა. ჯერჯერობით Flydubai-მ გამოთქვა სურვილი''.


დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოდან ფრენები მარტის თვემდე გადადო, გადადებულ რეისებს შორისაა დორტმუნდის და რიგის მიმართულებით ფრენები.

განრიგის მიხედვით, Wizzair-ი მარტის დასაწყისიდან ქუთაისი-დორტმუნდის, ქუთაისი-რიგის, ქუთაისი-ვარშავის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე  გეგმავს რეისების  შესრულებას.

მაისიდან - პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის, ვროცლავის მიმართულებით - ეს 12 მიმართულება, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც
Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს, თუმცა ჯერჯერობით Wizzair-ის დაბრუნების კონკრეტული თარიღი უცნობია.

Wizzair-ის გარდა, ქუთაისის აეროპორტში მეორე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ასრულებდა ფრენებს.

ავიაკომპანია Ryanair-ის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება.

ავიკომპანია პანდემიამდე თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ მიმართულებით ასრულებდა ფრენებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.

Print