ახალი ამბები
კორონავირუსის ვაქცინაზე მოსახლეობის 41% უარს ამბობს - NDI-ის კვლევა
FaceBook
საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.



ეს შედეგები აჩვენა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი მიერ გასული წლის 17-24 დეკმებერს ჩატარებულმა კვლევამ. 

კვლევა ​ NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი,  შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდი უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.
Print