ახალი ამბები
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის პატიმრებს დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი ოთხ პატიმარს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მსჯავრდებულების ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან. ინფიცირებული პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია.

"კონტაქტი ჰქონდათ 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები, 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ", -  განმარტავენ პენიტენციურ სამსახურში.

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარს პირველად კორონავირუსი 13 იანვარს დაუდასტურდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება გასული წლის ბოლოს დაიწყო და მათი თქმით, უახლოეს დღეებში ეს პროცესი მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს.

დაწესებულების ინფორმაციით, კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.



Print