ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 1-ლი მარტიდან განახლდება
FaceBook
ქუთაისის, თბილისისა და რუსთავის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება 1-ლი მარტიდან იგეგმება.

ამის  შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუვების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას რეგიონებში ვირუსით გამოწვეული ვითარების შემსუბუქება იძლევა.

,,საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება 1-ლი თებერვლიდან ბათუმში,ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისი მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს სკოლების 1-ლი მარტიდან გახსნა",
- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 1-ლი მარტიდან იგეგმება უმაღლეს სასწავლებლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის არადასისტნციურ რეჟიმში წარმართვაც. 

ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. საგაკვეთილო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო თუმცა უწყებამ ეს გადაწყვეტილება კოვიდინფექციის გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც 24 ათასამდე მოსწავლე ირიცხება.

28 ნოემბერს მიღებული  შეზღუდვების შემსუბუქების სხვა გადაწყვეტილებები:

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებს


21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება
Print